- 2022 წლის შემდეგ, ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ.
NDI-ის კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
კითხვას, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - 79% ამბობს, რომ მისაღებია; 11% მიუღებელია; 9%-მა არ იცის. რაც შეეხება NATO-ს, ანალოგიური ფორმით დასმულ შეკითხვაზე პასუხები ასე განაწილდა: 67% მისაღებია; 18% მიუღებელია; 14%-მა არ იცის. მარტში ჩატარებული კვლევით, 73%-სთვის იყო მისაღები ალიანსში გაწევრიანება.
მცირედი ვარდნის მიუხედავად, NATO-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია. NATO-ს მხარდაჭერა ყველაზე მაღალი ქალაქის მოსახლეობაში , ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაა.
NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში შემცირდა.
59% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს. ანალოგიურ ურთიერთობას აშშ-სთან, 34% ემხრობა. მეოთხეა თურქეთი - 18%-ით და NATO - 13%-ით.
ევროკავშირთან ეკონომიკურ პარტნიორობას ყველაზე დიდი მხარდაჭერა თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში აქვს. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.
ამავე კვლევით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს 80 ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისის მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია, ხოლო ყველაზე დაბალი - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმეტესობა ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც უნდა შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების თითქმის 40 პროცენტი იზიარებს ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან.
მოსახლეობის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება.
უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო პოლიტიკურ თანამშრომლობას ემხრობა. ევროკავშირთან და აშშ -თან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციის მხარდამჭერებში შედარებით მაღალია.
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.