ლანდსბერგისი: ვიმედოვნებ, ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე, მათ შორის, საქართველო

აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პარასკევს მიიღებენ. განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, სადაც დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

„ვფიქრობ, ამის შემდეგ საკმაოდ განსხვავებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ვიხილავთ, რამდენად განსხვავებულს, ამის თქმა ახლა ნაადრევია. იმედი მაქვს, ვიპოვით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალ ფორმას, ეს ნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ევროპას ისე მიუახლოვდება, როგორც არასდროს. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.