რა წარმოდგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთის ყველაზე დიდ საფრთხეს, ამ შეკითხვას უპასუხეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მონაწილეებმა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსულ სამხედრო აგრესიას 31% ასახელებს. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციას 11%. რუსულ პროპაგანდას 10%.
კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.