ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირის ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უკრაინის დაახლოება უნგრეთისთვის სასარგებლოა.
„უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, რადგან თუ ჩვენ არ მივიღებთ დადებით პასუხს, პოზიტიურ დასკვნას, მომავალში ერთიანობის პრინციპს უფრო მეტი დაემუქრება და უარყოფს. ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ უნგრეთს აზრი შევაცვლევინოთ,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.