ყაზახეთისა და თურქმენეთის პორტები რუმინეთის პორტ კონსტანცას, საქართველოს გავლით დაუკავშირდება

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია „ADY Container-ი, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გადამზიდავ კომპანია - COSCO SHIPPING Lines-თან თანამშრომლობით იწყებს ახალ სერვისს, რომელიც ყაზახეთის აქტაუს და თურქმენეთის თურქმენბაშის პორტებს რუმინეთის კონსტანცის პორტთან დააკავშირებს. 


„ADY Container“-ისა და COSCO Shipping Lines-ის თანამშრომლობისას ერთობლივი ტრანსპორტირება აქტაუსა და თურქმენბაშის პორტებსა და რუმინეთის კონსტანცის პორტს შორის სარკინიგზო და საზღვაო გზით განხორციელდება.


საკონტეინერო მატარებლები აქტაუსა და თურქმენბაშის პორტებიდან საქართველოში, ბათუმის პორტამდე კასპიის ზღვისა და რკინიგზის გავლით გადაადგილდება. კონტეინერები ბათუმიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტში გადაიგზავნება.

  • კონტეინერები ბათუმიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტში გადაიგზავნება COSCO Shipping Lines-ის მეშვეობით.

ახალი სარკინიგზო-საზღვაო კავშირი, აქტაუს და თურქმენბაშის პორტებსა და კონსტანცის პორტს შორის მიწოდების ჯაჭვის მთლიანობასა და ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებას სწრაფი და ეფექტიანი მომსახურებით ურუნველყოფს.