აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მომავალ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი „ახალი აზერბაიჯანული პარტიის“ კანდიდატი იქნება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და ცენტრალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თაჰირ ბუდაგოვმა გააკეთეს.
„ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე განიხილება. აზერბაიჯანელი ხალხი ამბობდა, რომ ის, ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, გახდება აზერბაიჯანის მარადიული პრეზიდენტი. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმ პოლიტიკით, რომელსაც 20 წელია ახორციელებს, ათავისუფლებს რა ჩვენს მიწებს სომხეთის ოკუპაციისგან, დაიმსახურა ასეთი ტიტულის ტარების უფლება. მჯერა, რომ ამ მოსაზრებას ყველა აზერბაიჯანელი იზიარებს,“ - განაცხადა ბუდაგოვმა.
7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.