ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება.
მედიის ცნობით, შესაბამის ბრძანებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი.
„61 წლის ალიევი ბოლოს 2018 წელს აირჩიეს შვიდი წლის ვადით და პოლიტიკური უთანხმოების დიდწილად ჩახშობის პირობებში, თითქმის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ახალი ვადით აირჩევენ. ნავთობის რესურსებით მდიდარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მყარი ალიანსი შექმნა თურქეთის პრეზიდენტ თაიფ ერდოღანთან და ასევე ახერხებს ურთიერთობების შენარჩუნებას როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან,“ - წერს Reuters-ი.
არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წელს იყო დაანიშნული. ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზები არ გასაჯაროებულა. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.