შეთანხმებიდან ერთი კვირის შემდეგ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე ტყვეები გაცვალეს. Reuters-ის ცნობით, სააგენტოს აზერბაიჯანმა, სომხეთს 2020 წლის ბოლოს ტყვედ ჩავარდნილი 32 სამხედრო დაუბრუნა, სომხეთმა კი, 2023 წლის აპრილიდან დატყვევებული 2 აზერბაიჯანელი სამხედრო გაათავისუფლა.
ტყვეების გაცვლა დაადასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
„2020-2023 წლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების ტყვედ ჩავარდნილმა 31 მოსამსახურემ და სექტემბერში მთიან ყარაბაღში დატყვევებულმა ერთმა სამხედრომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფება," - განაცხადა ფაშინიანმა.