საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.
„ამ საღამოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა და საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადავწყვიტეთ. გილოცავთ!,” - წერს მაკრონი “ტვიტერზე“.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.