ეროვნულ უსართხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა.
„ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისკენ. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და ვაგრძელებთ დასავლეთ ბალკანეთის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას,“ - განაცხადა სალივანმა.