იტალიის მთავრობამ დაამტკიცა დეკუმენტი, რომელიც უკრაინისთვის იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას ერთი წლით აგრძელებს. იტალიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწოდება მოიცავს იარაღს, ელექტროენერგიის გენერატორებს და „ყველაფერს, რაც საჭიროა სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.“
„იტალიამ აირჩია ერების თავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მხარეზე ყოფნა. NATO-სა და ევროკავშირის მოკავშირეების პოზიციის შესაბამისად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ.