აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას Facebook-ზე ავრცელებს.
აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საფრანგეთის ელჩი ვახო სანაიაზე თავდასხმას გმობს. შესაბამისი განცხადება დიეგო კოლასმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ჟურნალისტებზე თავდასხმა არავითარ კონტექსტში არ უნდა იყოს მოთმენილი. ისინი დემოკრატიის უსაფრთხოების საკვანძო ფიგურები არიან“, - წერს ელჩი.
ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა.