ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, ჰეილონგიანგში, კუნიუანის მაღაროში მუშების გადამყვანი ეტლი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
2023 წელს ჩინეთში ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებულმა ავარიებმა იმატა, ხელისუფლებამ უბედური შემთხვევების წინააღმდეგ საბრძოლველად უსაფრთხოების წესები გაამკაცრა.