ანკარაში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი წვრთნები დასრულდა.
ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ზექი აქთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.
წვრთნებში სამი ქვეყნის სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. აკთურქის თქმით, წვრთნები ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაძლიერების მიზნით ჩატარდა.