შუა დერეფნის გასწვრივ ვაჭრობის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობები არსებობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ IRU-ს (საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი) საერთაშორისო საბაჟო ტრანზიტის სისტემისა (TIR) და ტრანზიტის მიმართულების დირექტორმა ტატიანა რეი-ბელეტმა განაცხადა.
მან ეს განცხადება გააკეთა ღონისძიებაზე სახელწოდებით - „შუა სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერება: შესაძლებლობების გახსნა ევრაზიის გულში.“
ღონისძიების ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფნის გასწვრივ საბაჟო პროცედურების დიგიტალიზაციისა და ჰარმონიზაციის მნიშვნელობას მისი სრული პოტენციალის გამოსაყენებლად.
„ჩვენ გვაქვს ის, რაც საჭიროა შუა დერეფნის გასწვრივ ვაჭრობის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად,“ - აღნიშნა რეი-ბელეტმა.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.
მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.