ირაკლი ღარიბაშვილი: ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გმობს და აცხადებს, რომ დამნაშავეები მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.

პრემიერის თქმით, ერთმნიშვნელოვნად გმობს ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ.

„მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.