უილიამ კორტნი: შუა დერეფნის გასწვრივ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებას საჭიროებს

საქართველოსა და ყაზახეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხაებით, შუა დერეფნის როლი იზრდება რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის, რუსეთის გავლით მიწოდების ბოლოდროინდელი გაზრდილი პოლიტიკური რისკის გამო.“


როგორც უილიამ კორტნიმ აღნიშნა, უკრაინის ომის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა შეზღუდა რუსეთის წვდომა ევროპის სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებებზე.

„ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ჩინეთის ინვესტიციები ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის და დერეფნის გავლით ტვირთის გადაზიდვისთვის," - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა.

უილიამ კორტნის თქმით, დერეფანში მთავარი სირთულე ინტერმოდალური ტრანსპორტის ნაკლებობა და მაღალი ღირებულებაა.


„საჭიროა მეტი გამტარუნარიანობა კასპიის ზღვაზე, ისევე როგორც საქართველოს შავი ზღვის პორტების საკონტეინერო პორტის გამტარუნარიანობა. შუა დერეფნის გასწვრივ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებას საჭიროებს. პრივატიზებულ სარკინიგზო სისტემებს შეუძლიათ, მეტი კერძო კაპიტალი და ტექნოლოგია მოიზიდონ, რაც უფრო ეფექტიანი, შეიძლება, იყოს,“ აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.