ჩინურმა ელექტრომობილმა გაყიდვებით Tesla-ს გაუსწრო

ჩინურმა ბიუჯეტურმა ელექტრომობილმა, რომლის ფასიც 3,200 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, გაყიდვებით მსოფლიოში წამყვან მწარმოებელ Tesla-ს გაუსწრო.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ყველაზე დაბალფასიანი მოდელის ფასი 27,000 ფუნტი სტერლინგია.

BBC-ის ცნობით, Hong Guang Mini-ის ელექტრომობილი General Motors-ის ბაზაზე შეიქმნა და ჩინეთში უკვე ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

2020 წლის მეორე ნახევარში 112,000, მიმდინარე წლის იანვარსში კი, კომპანიამ 25,778 ავტომობილი გაყიდა, გაყიდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება Tesla-ს გაყიდვას. Tesla-მ 13,843 ავტომობილი გაყიდა.

Hong Guang Mini-ი სავარაუდოდ ევროპის ბაზარზეც მალე გამოჩნდება, კომპანიასთან თანამშრომლობით ლატვიელი ავტომწარმოებლები უკვე დაინტერესდნენ.