ბენიამინ ნეთანიაჰუ: ომი ძალიან მძიმე ფასს მოითხოვს, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის სექტორშ ომი ძალიან მძიმე ფასის გადახდას ითხოვს.

„რთული დილა, ღაზაში ბრძოლის ძალიან რთული დღის შემდეგ. ომი ძალიან მძიმე ფასს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა,” - აღნიშნულია ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში, პარასკევიდან დღემდე 14 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.