უკრაინელი მფრინავები დიდ ბრიტანეთში საბაზისო სწავლების დასრულების შემდეგ, დანიაში F-16-ების მართვას სწავლობენ

უკრაინელ პილოტთა პირველმა ჯგუფმა საბაზისო მომზადება დაასრულა და ახლა დანიაში F-16 გამანადგურებლების მართვას სწავლობს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.


ექვსმა გამოცდილმა უკრაინელმა პილოტმა ტრენინგი დაასრულა, ხოლო კიდევ ათი სტაჟიორი ბრიტანეთში რჩება, რათა საბაზისო მომზადება გააგრძელოს. ბრიტანეთში სწავლების დასრულების შემდეგ, პილოტები ტრენინგს ევროპის სხვა ქვეყანაში ფრენის უნარების გასაუმჯობესებლად გაივლიან. ასევე, ათობით უკრაინელი საავიაციო ტექნიკოსი გადის ინგლისურენოვან ტრენინგს, რომელიც საინჟინრო სპეციალობებზეა ორიენტირებული.

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი 18 F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის გაგზავნის პროცესი დაიწყო.

საფრანგეთი მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელების წვრთნის პროცესში 2024 წელს ჩაერთვება.