ოკუპირებულ სოხუმში ბიჭვინთის აგარაკის გასხვისების მოწინაღმდეგეები იკრიბებიან

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა 28 დეკემბრის ნაცვლად 27 დეკემბრის გადაწყდა.

რადიო თავისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხალხს ე.წ.პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვისკენ მოუწოდეს.

მისივე თანახმად, ადგილობრივი ტელეგრამარხები წერენ, რომ ოპოზიციონერები, სავარაუდოდ, „პარლამენტის“ სხდომის ჩაშლას აპირებენ.

„არსად არ წავალთ, ვიდრე საკითხი ხალხის სასარგებოლდ არ გადაწყდება,“ - განუცხადა ადგილობრივი ჟურნალისტებს ომის ვეტერანმა ლეუან მიკაამ.


ე.წ. პარლამენტთან და “სამთავრობო შენობების“ კომპლექსის გარშემო გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ადგილზე იმყოფება დე ფაქტო ე.წ შს მინისტი რობერტ კიუტი.

მედიაში ვრცელდება ე.წ. გენერალური პროკურორის ადგურ აგრბას მიმართვა, ის ხალხს „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.“

„სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის, რესპუბლიკაში სოციალური მდგომარეობის დესტაბილიზაციის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები, თავიანთი უფლებამოსილების შესაბამისად, ვალდებულნი არიან გამოიყენონ ზომების მთელი სპექტრი, რომელიც მიმართულია ასეთი ზიანის თავიდან აცილებლად, მათ შორის მასობრივი არეულობის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ჩათვლით,“ - განაცხადა აგრბამ.


მისი თქმით, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ ვიდეოსათვათვალო მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობს.2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.

მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ. რუსეთისთვის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მისი თქმით, საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ "ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“. „თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას,“ - აღნიშნა არძინბამ რადიო თავისუფლების ცნობით.