Bloomberg-მა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი განსაზღვა. მისი მიხედვით, 396-ე ადგილზე მყოფი ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.55 მილიარდს შეადგენს.
მიმდინარე წლის 13 ივლისთან შედარებით, ივანიშვილის ქონება დაახლოებით $35 მილიონით გაიზარდა. მილიარდერების ინდექსში ივანიშვილი 411-ე ადგილიდან 396-ე ადგილზე გადავიდა.
გამოცემა წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონების უმეტესი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძენილი პრივატიზებული აქტივების გაყიდვით მიიღო.
Bloomberg-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა ილონ მასკი $235 მილიარდით.
ცნობისთვის, Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და 6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.