თეგი: Bloomberg
Bloomberg: მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა $1,4 ტრილიონი დაკარგეს
Bloomberg-ის გათვლებით, მსოფლიოს 500 უმდიდრესმა ადამიანმა 2022 წლის დასაწყისიდან $1,4 ტრილიონი დაკარგა, მათ შორის $206 მილიარდი მხოლოდ 13 ივნისს. სააგენტომ ეს დასკვნა საკუთარი „მილიარდერთა ინდექსის“ მონაცემების საფუძველზე მოამზადა. ყველაზე დიდი ზარალი Binance -ს კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელს ჩანგპენგ ჩაოს მიადგა. ის Bloomberg-ის მილიარდერების საერთო რეიტინგში 190-ე ადგილს იკავებს და წლის დასაწყისიდან $85,6 მილიარდი დაკარგა. სააგენტოს მიერ მისი ქონება $10,2 მილიარდად არის შეფასებული. Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ელონ მასკი ზარალის მხრივ მეორე ადგილზეა, მისი ქონება $73,2 მილიარდით შემცირდა, მესამეზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელმაც $65,3 მილიარდი დაკარგა. Meta-ს ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგის დანაკარგი $64,4 მილიარდია. მეხუთე ადგილზეა Louis Vuitton Moët Hennessy ჯგუფის პრეზიდენტი ბერნარ არნო, რომელმაც წლის დასაწყისიდან $56,8 მილიარდი დაკარგა.
Nutella-ს მფლობელმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მარკ ცუკერბერგს გაუსწრო
Alba-ს მულტინაციონალური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოვანი ფერერომ, Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მარკ ცუკერბეგრს გაუსწრო და 25-ე ადგილზე განთავსდა. Facebook-ის დამფუძნებელმა 28-ე პოზიციაზე (38,2 მილიარდი დოლარის აქტივებით) გადაინაცვლა. გასულ წელთან შედარებით, Ferrero-მ აქტივები 3 მილიარდი ევროთი, 38,9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. „Bloomberg-ის რეიტინგის მიხედვით, Nutella-ს მწარმოებელი კომპანიის დირექტორი ჯოვანი ფერერო, მარკ ცუკერბერგზე მდიდარია. ფერერომ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 25-ე ადგილამდე მიაღწია. მეწარმემ, რომლის გვარიც მჭიდროდ არის დაკავშირებული Nutella-სთან, ფაქტობრივად, აჯობა Facebook-ის შემქმნელს, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავის კომპანიაში კოლაფსთან უწევს გამკლავება. როგორ შეიცვლება ეს რეიტინგი, უახლოეს მომავალში ვნახავთ. თუმცა ამასობაში, „ისტორიული გასწრება“ დადასტურებულია Bloomberg-ის მიერ“, - წერს იტალიური მედია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები დაასახელა
Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.55 მილიარდს შეადგენს
Bloomberg-მა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი განსაზღვა. მისი მიხედვით, 396-ე ადგილზე მყოფი ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.55 მილიარდს შეადგენს. მიმდინარე წლის 13 ივლისთან შედარებით, ივანიშვილის ქონება დაახლოებით $35 მილიონით გაიზარდა. მილიარდერების ინდექსში ივანიშვილი 411-ე ადგილიდან 396-ე ადგილზე გადავიდა. გამოცემა წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონების უმეტესი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძენილი პრივატიზებული აქტივების გაყიდვით მიიღო. Bloomberg-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა ილონ მასკი $235 მილიარდით. ცნობისთვის, Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და 6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები 2023 წელს $1,5 ტრილიონით გამდიდრდნენ
Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური წმინდა ქონება 2023 წელს 1,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც სრულად აღემატება წინა წელს დაკარგულ $1,4 ტრილიონს. ილონ მასკმა ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო ($179 მილიარდი) ჩაანაცვლა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაიბრუნა. Tesla Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება $235 მილიარდს შეადგენს. Amazon.com Inc.-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა წელს 70 მილიარდ დოლარზე მეტი დაამატა თავის საფულეს. მისი ქონება $178 მილიარდს შეადგენს, ხოლო Meta Platforms Inc-ის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის ქონება 80 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა. მისი ქონება 130 მილიარდს $შეადგენს.
Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან $325 მილიონით გაიზარდა
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 325 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. ამავე წყაროს ცნობით, ივანიშვილის ქონება ამ დროისთვის 6.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ბიძინა ივანიშვილი 374-ე ადგილზეა. Bloomberg Billionaires Index მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.55 მილიარდს შეადგენს