ჩინეთი ამერიკულ კვლევით კომპანიასა და ორ მკვლევარს სანქციებს უწესებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეკინი ამერიკულ კვლევით კომპანიასა და ორ მკვლევარს ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციებს უწესებს.

უწყების სპიკერმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ კვლევებისა და მონაცემთა ანალიტიკურ ფირმა Kharon-ს, მის დირექტორს ედმუნდ შუსა და ადამიანის უფლებათა მკვლევარს, ნიკოლ მორგრეტის ჩინეთში მოგზაურობა აეკრძალებათ.


„კომპანიისა და ინდივიდუალური პირების ნებისმიერი აქტივი ან ქონება, რომელიც მათ ჩინეთში აქვთ, გაიყინება. ასევე, ისინი ჩინეთში ტრანზაქციების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ,“ - აცხადებენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.