საზღვაო ტრანსპორტის ალტერნატიული, მულტიმოდალური სახმელეთო დერეფნების შემუშავების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს - უზბეკეთი

შუა დერეფანზე საუბრისას უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ, მარშრუტების ოპტიმიზაციამ და ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფამ, ასევე, ტარიფზე შეღავათებმა და სატრანსპორტო დოკუმენტის უნიფიცირებისთვის ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვამ, შეიძლება, მნიშვნელოვნად შეამციროს მიწოდების დრო და ხარჯების წილი საქონლის ტრანსპორტირებაში.


მამანბი ომაროვის თქმით, ასეთ ზომებს, თავის მხრივ, შეუძლია ვაჭრობის ზრდის სტიმულირება და სასარგებლო გავლენა პროექტში ჩართული ქვეყნების ეკონომიკის მდგომარეობაზე. 

„ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ყველა ქვეყნის აქტიური თანამშრომლობა, რომლითაც გადის მარშრუტები," - აღნიშნა ომაროვმა.

„დღეისათვის მსოფლიოში, მთავარ პორტებზე დიდი დატვირთვა მოდის, და, შესაბამისად, ტვირთის მფლობელებისთვის მიწოდების რეალური დრო მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, არსებობს უზარმაზარი პოტენციალი მარშრუტების გადამისამართების საზღვაო ტრანსპორტიდან სახმელეთო - სარკინიგზო და საავტომობილო მიმართულებით, ახალი ალტერნატიული მულტიმოდალური სახმელეთო ტრანსპორტის დერეფნების შემუშავების მიმართულებით,“ - აღნიშნა მინისტრმა.