ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში სტიქიას 80 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა. რადიო თავისუფლების ცნობით, ძლიერმა ქარმა ქუჩაში რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც კაცს დაეცა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სამედიცინო ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.