ბაქომ ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო

აზერბაიჯანმა ყარაბაღის ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო და მისი ფუნქციონირებას შემოდგომაზე ელის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას News.am-ი ავრცელებს.

”რაც შეეხება ფიზულის აეროპორტს, სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჩვენ ოპერატიულად დავიწყეთ ტერიტორიის მოწესრიგება, რადგან, პირველ რიგში, საჭირო იყო ტერიტორიის გაწმენდა (ნაღმებისგან); პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება.

აეროპორტი დროულად ამოქმედდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, აეროპორტი ექსპლუატაციაში უკვე ამ შემოდგომაზე შევა", - განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტის მშენებლობას საფუძველი 18 იანვარს ჩაუყარა.

როგორც ცნობილია, ქალაქი ფიზული ბაქოს კონტროლქვეშ ოქტომბრის ბრძოლების შემდეგ გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ, ალიევმა განაცხადა, რომ ახალი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი 2021 წელს უნდა ჩაბარდეს. ასევე ალიევმა ფიზული-შუშაში საავტომობილო გზასაც ჩაუყარა ფუნდამენტი.