NATO: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია

NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ალიანსი აფიქსირებს, რომ NATO საქართველოს გვერდით დგას.

  • „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს - საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.