შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ ამ თვეში უკრაინელ ფერმერებს მარცვლეულის 16 გადამზიდავი გადასცა. აშშ-ის შეფასებით, ეს კიევს მარცვლეულის ტრანსპორტირების გაზრდაში დაეხმარება.
ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა X-ზე დაწერა.
მისი თქმით, აშშ უკრაინელი ფერმერების გვერდით დგომას აგრძელებს.
აგვისტოში უკრაინამ გახსნა დროებითი დერეფანი პივდენის, ოდესისა და ჩორნომორსკის პორტებიდან სავაჭრო გემების ტრანსპორტირებისთვის. ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.