საფრანგეთის საგარეო უწყება: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო და ბათილი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ სასტუმრო კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ რუსეთთან შეთანხმების ე.წ. რატიფიცირება მოახდინა. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონიდან რუსეთის ფედერაციისთვის მიწის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილი,“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.