მინისტრი: ომის მიუხედავად, უკრაინის ეკონომიკა 2023 წელს გაიზარდა

ომის დროს მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად, უკრაინის ეკონომიკამ წელს დადებითი ზრდა დააფიქსირა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა.

უკრაინა ცდილობს, შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა, რადგან დასავლელი დონორების დაფინანსების შესახებ გაურკვევლობა გამოწვევად იქცა იმ ფონზე, რომ ქვეყანა რუსეთის ძირითად ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს იგერიებს.

„მაჩვენებელი არის მშპ-ს თითქმის 5-პროცენტიანი ზრდა. ჩვენი ეკონომიკა არათუ არ დაეცა, არამედ, ისეთი ტემპით გაიზარდა, რასაც არავინ ელოდა,“ - აღნიშნა იულია სვირიდენკომ.


პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში 19 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებს, შეამციროს სამთავრობო ხარჯები, რადგან მნიშვნელოვანი დაფინანსება იქნება საჭირო ახალი მობილიზაციისთვის.

„უკრაინას 2024 წელს სერიოზული ეკონომიკურ ვარდნა ემუქრება, თუ მისი დასავლელი მხარდამჭერები არ შეაგროვებენ საკმარის სახსრებს მის ბიუჯეტში დიდი ხვრელის შესავსებად, განუცხადა,“ ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ Politico-ს.