მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები 2023 წელს $1,5 ტრილიონით გამდიდრდნენ

Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური წმინდა ქონება 2023 წელს 1,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც სრულად აღემატება წინა წელს დაკარგულ $1,4 ტრილიონს. ილონ მასკმა ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო ($179 მილიარდი) ჩაანაცვლა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაიბრუნა. Tesla Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება  $235 მილიარდს შეადგენს. 


Amazon.com Inc.-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა წელს 70 მილიარდ დოლარზე მეტი დაამატა თავის საფულეს. მისი ქონება $178 მილიარდს შეადგენს, ხოლო Meta Platforms Inc-ის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის ქონება 80 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა. მისი ქონება 130 მილიარდს $შეადგენს.