იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას აღწევდა. ნოტოსა და იშიკავის, ნიიგატასა და ტოიამის პრეფექტურებში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ოკეანის პირას მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს.