ჩეხეთის პრეზიდენტი: დროა, ევროზე გადავიდეთ

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი საახალწლო მიმართვაში აცხადებს, რომ ქვეყნის ევროზე გადასვლის მომხრეა. პაველმა აღნიშნა, რომ დროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საბოლოოდ გამოიწვევს ჩეხეთის ევროზონაში შესვლას.


„ევროს უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ გაუთავებელი დისკუსიების მიუხედავად, ევროპის ცენტრში მდებარე ღია და საექსპორტო ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის საერთო ვალუტა ლოგიკური მომავალია,“ - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.


ჩეხეთი, ევროკავშირის შვიდი ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელიც არ იყენებს ევროკავშირის საერთო ვალუტას. 2022 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ ქვეყანა ევროს მისი ამჟამინდელი მთავრობის პირობებში არ მიიღებდა. შეგახსენებთ, რომ ხორვატია ევროზონას ოფიციალურად 2023 წლის პირველ იანვარს შეუერთდა და მისი მეოცე წევრი გახდა.