იაპონიაში საქართველოს ელჩი დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა.
თეიმურაზ ლეჟავამ ფოტო სოციალურ პლატფორმა X-ით გაავრცელა.
ტრანსპორტი ამ დრომდე გაჩერებულია.
„ვისურვებდი, რომ უსაფრთხოება იყოს პირველ ადგილზე, ხოლო პრიორიტეტული იყოს ის რაიონები, რომლებიც დაზარალდა და საჭიროებენ დახმარებას,“ – წერს თეიმურაზ ლეჟავა.
ცნობისთვის, დღეს იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაზიანებულია სულ მცირე, 30 შენობა. იშიკავის პროვინციაში ძლიერი ხანძარი იყო. საგზაო მოძრაობა ავტომაგისტრალებზე შეწყვეტილია. ასევე შეჩერდა იშიკავის პროვინციასა და ტოკიოს შორის ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხე.