იაპონიაში პირველ იანვარს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 55-ს მიაღწია. დაზიანებულია ათასობით შენობა, ავტომობილი და ნავი.
ზოგიერთ რეგიონში კვლავაც შეწყვეტილია წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება, გაწყვეტილია მობილური კავშირი.
სამაშველო სამუშაოში, მეხანძრეების, მაშველებისა და პოლიციელების გარდა, იაპონიის არმიაც მონაწილეობს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.