იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილთა ძებნა გრძელდება.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ დანგრეულ შენობებში დარჩენილია ბევრი ადამიანი, რომლებიც შველას ელოდებიან.
კიშიდას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა დღეს, 4 იანვრის საღამოსთვის, როცა კატასტროფიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი 72 საათი გადის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ.
იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა.