იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა

იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ცენტრალურ იშიკავის პრეფექტურაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა.

200-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა ახალი წლის დღეს მოხდა.

იაპონიის თავდაცვითი ძალები სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად ვერტმფრენებს იყენებენ.