აშშ-ის დაზვერვის სამსახური: ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა

2018 წელს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაშია ნათქვამი. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ პრინცმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ხაშოგის ან "ხელში ჩაგდებას ან მოკვლას" გულისხმობდა.

საუდის არაბეთმა უარყო აღნიშნული მოხსენება და მას "ნეგატიური, ყალბი და მიუღებელი" უწოდა.

მეფისნაცვალმა მუჰამედმა, რომელიც ფაქტობრივად სამეფოს მმართველია, მკვლელობაში მონაწილეობა უარყო.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა.

გასული წლის სექტემბერში საუდის არაბეთში სასამართლომ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-მა საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა