უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა გააკეთა კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დანიამ კიევისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდება 6 თვით გადაავადა. იგნატი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია და კონკრეტული გამოცემა წყაროს ეყრდნობა.
მან უკრაინელი პილოტების მომზდების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ უკრაინა დაჩქარებული ტემპით პროგრესირებს და ასეთი პროცესი არცერთ ქვეყანას არ გაუვლია.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ დანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდს. იქ ოფიციალური განცხადებები არ იძებნება,“ - აღნიშნა იგნატმა.
6 იანვარს დანიურმა გამოცემამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს კომენტარის ციტირების დროს დაწერა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება დანიიდან უკრაინაში, 6 თვით გადაიდო.
22 დეკემბერს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჰოლანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გასაგზავნად მოამზადოს პირველი 18 F-16 -ის ტიპის გამანადგურებელი.