ჩინეთში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, უცხოური საკონსულტაციო ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის (MI6) სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ჩინეთის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ კონსულტანტი დიდმა ბრიტანეთმა გაწვრთნა და აღჭურვა.
ჩინეთის დაზვერვის ცნობით, ეჭვმიტანილი საზღვარგარეთულ საკონსულტაციო სააგენტოს ხელმძღვანელობდა და ხსენებულ პირთან MI6-მ „სადაზვერვო კოოპერატიული ურთიერთობა“ 2015 წელს დაამყარა.