უკრაინა F-16-ებისთვის აეროდრომებს ამზადებს

უკრაინა F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების განსათავსებლად, ავიაბაზის ინფრასტრუქტურას ამზადებს.

„პარალელურად, მფრინავები და ინჟინრები დასავლეთში ტრენინგებს გადიან,“ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე პავლიუკმა.


მრავალფუნქციური F-16-ის ტიპის თვითმფრინავის ინტეგრაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიან სისტემაში მიმდინარეობს როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო სამხედრო-საჰაერო კოალიციის ფარგლებში. ეს პროცესები ერთდროულად მიმდინარეობს. პავლუკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მზადება მიმდინარეობს საჰაერო ბაზის ინფრასტრუქტურის, ინჟინრებისა და ფრენის პერსონალის უწყვეტი გამოყენების პირობებში, საბრძოლო მისიების შესასრულებლად.