აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. აზერბაიჯანის ელჩის თქმით, სასამართლომ დაკავებულს ოთხთვიანი პატიმრობა შეუფარდა და დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შპს „მერკორამას“ გენერალური დირექტორის, მარტინ რაიანის მანიპულაციას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველოს აგენტი ახდენდა, რომელიც შემდეგ ბაქოდან გააძევეს.

2023 წლის ბოლოს, საფრანგეთმა ბაქოს ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევა.