NATO მკაცრად გმობს რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით. შესაბამისი განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-უკრაინის საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
- „პუტინი მეორე წელია, ცდილობს მასიური დარტყმებით უკრაინის გატეხვას, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის გადაწყვეტილებას. როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ჩვენ გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელების გვერდით დგომას, როდესაც ისინი რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომში იბრძვიან,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.