„მნიშვნელოვანია საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა პატივისცემა, დამნაშავეების დაგმობა და არა - პირიქით. არა ნოსტალგიას კრიმინალებისადმი,“ წერს საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი ეს პოსტი საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“