27 თებერვალს რუსეთში, ოპოზიციის ყოფილი ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე 9 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მედიის ცნობით, მემორიალთან ცერემონიას დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები დაესწრნენ.
ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ბოსტონსა და ევროპის ქალაქებში. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში, 2015 წელს მოკლეს.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბატალიონ „სევერის“ ყოფილ მებრძოლს, ზაურ დადაევს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, მის თანამზრახველებს კი 11 და 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მკვლელობის ორგანიზატორობაში ბრალდებული რუსლან მუხუდინოვი საერთაშორისო ძებნაშია.