აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 15-17 იანვარს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრება.
უწყების სპიკერის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მდივანი ბლინკენი შეხვდება ლიდერებს, რათა განიხილოს გლობალური შეშფოთების საკითხები.
„ის ხაზს გაუსვამს ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის აუცილებლობას, შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას უკრაინის ხალხის მიმართ და ჩვენს ერთგულებას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი,“ განაცხადა მეთიუ მილერმა.