აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა, რომლის დროსაც ასევე ისაუბრა რუსეთისთვის აქტივების კონფისკაციაზე.
უფრო კონრეტულად, მას ჰკითხეს Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაციამ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა.
- კერძოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს.
„ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ დაპირებას, რომელიც G7-მ უკვე დადო და ვემზადებით ამ დისკუსიაში ჩვენი როლის შესასრულებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
როგორც მან განმარტა, ადმინისტრაცია განიხილავს აღნიშნულ კანონმდებლობას, როგორც დამხმარე ინსტრუმენტს, რომ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკული გზით წინსვლა შეძლოს.