„ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6826 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9308 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9415 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში.
ლარი დოლართან და ევროსთან გუშინაც გამყარდა.