ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.
უკრაინული მედიის ცნობით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ 16 იანვარს, ვოლოდიმირ ზელენსკი პანელურ დისკუსიაზე „უსაფრთხოების მიღწევა და თანამშრომლობა დანაწევრებულ მსოფლიოში“ სიტყვით გამოვა.
უკრაინის პრეზიდენტთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, კლაუს შვაბი და პრეზიდენტი, ბიორგე ბრენდე მიიღებენ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 15-17 იანვარს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრება.